понедельник, 8 декабря 2008 г.

იუნესკოს მემკვიდრეობის მკვლევარები
1. პროექტის სახელი: UNESCO-ს მემკვიდრეობის მკვლევარები “უფლისციხე”
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სწავლობენ იუნესკოს ქართულ მემკვიდრეობას, კერძოდ უფლისციხეს და აწყობენ ამ ძეგლის შესწავლას ადგილზე.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან უფლისციხის ისტორიას, მის როლს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში, ფერწერაში. მოსწავლეები აკეთებენ ჩანახატებს, გადაიღებენ ფოტოებს, ვიდეო მასალას, ეცნობიან მარშრუტს თბილისიდან უფლისციხემდე რაზედაც აკეთებენ მთელი მარშრუტის ნახაზს, სწავლობენ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას. მოაწყობენ ფოტო მასალის, ნახატების გამოფენას და პრეზენტაცია.
4. მონაწილეთა ასაკი / კლასები : 11-17 წელი
5. ვადები ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბერი --- 2009 წლის მაისი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :უფლისციხის ისტორიული მნიშვნელობის შესწავლა, გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება. უფლისციხის ამსახველი ლიტერატურული ნაწარმოების, მხატვრული ფილმის გაცნობა და დისკუსიების წარმართვა.
7. მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, მოეწყობა ნახატების, ფოტო მასალის გამოფენა სკოლაში, მოეწყობა პეზენტაცია უფლისციხის შესახებ.
8. სარგებელი სხვებისათვის: პროექტის საიტის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას და შეიტყობენ საინტერესო მასალებს უფლისციხის შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომლის შემოქმედებაშიც აისახა უფლისციხე. გეოგრაფიაში – განსაზღვრავენ ადგილმდებარეობას და გააკეთებენ მარშრუტს თბილისიდან უფლისციხემდე. ისტორიაში – შეისწავლიან ადგილის ისტორიას, უფლისციხის რელიგიურ და კულტურულ მნიშვნელობას. ხელოვნებაში --- გაკეთებენ ჩანახატებს და გადაიღებენ ფოტოებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებში – ინტერნეტის გამოყენება, მოსწავლეთა მოძიებული მასალების დამუშავება, პრეზენტაციების მომზადება და სხვა.
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნაია ენდელაძე 153-ე საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი. ფასილიტატორის E-mail naiaendeladze@gmail.comპროექტის ვებ--გვერდი/ბლოგი www. ufliscixeufliscixe.blogspot.com